logo_geo
eng_logo
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური სახელწოდებას იცვლის
- +

2 სექტემბერი. 2016. 15:51



საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური სახელწოდებას იცვლის. ის გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სახელწოდებით ჩამოყალიბდება.



ალიბეგაშვილის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურში შესაბამის მიმართულებებზე სამი განყოფილება შეიქმნება, თუმცა ალიბეგაშვილს არ დაუკონკრეტებია, რომელი იქნება ეს სამი მიმართულება.



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში გამოსვლის დროს მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს კონსტრუქციული აქტივობისკენ, რათა ჩაერთონ აღნიშნული სამსახურის რეორგანიზაციის პროცესში. მერიაში ამ მიზნით რაიმე განსაკუთრებული სამუშაო ჯგუფი არ შექმნილა. ვფიქრობ, რომ ყველას აქვს უფლება, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ კერძო პირებსაც, რომლებიც დაინტერესებას გამოხატავენ, ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქის ეკოლოგიაზე", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner