logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

10 მაისი. 2023. 16:59

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ასევე, მიესალმნენ ბოლო წლებში საქართველო-იტალიის ურთიერთობების მზარდ დინამიკას განათლების, კულტურის, ვაჭრობის მიმართულებებით.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და გამოთქვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე იტალიის მხარდაჭერის იმედი.

 

ლორენცო ფონტანამ საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.

 

ამასთან, საქართველოს და იტალიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის მზარდი გეოპოლიტიკური როლი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner