logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: რიგითი ევროპელის თვალში ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ
- +

10 მაისი. 2023. 18:56

 

 

„რიგითი ევროპელის თვალში ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ. რა უნდა იფიქროს იმ ევროპელმა, ვიღაცას თუ დააინტერესა და დეტალებში წავიდა, იტყვის, რომ კაცო, აგერ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი თურმე, ქოლ-ცენტრებით თაღლითურად, ევროპელ პენსიონერებს პარავს ფულს“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქოლ-ცენტრების საქმე იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ ჰპარავდნენ ევროპელ პენსიონერებს თანხებს, ახლა კი ფინანსური თაღლითობის პოლიტიკურ თაღლითობაში გადაყვანას ცდილობენ.

 

„ეს ქოლ-ცენტრების თემა არის იდეალური მაგალითი, როგორ სიჩუმეში, ბნელ ოთახში, ერთად ისხდნენ და თაღლითურად, ფულს ჰპარავდნენ ევროპელებს. ახლა, დღეს კიდევ ფინანსური თაღლითობა გადაჰყავთ პოლიტიკურ თაღლითობაში და ცდილობენ, რომ ერთმა ერთს დააბრალოს და მეორე - მეორეს.

 

შენ კიდევ, საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც ფაქტობრივად ამის ფასი უკვე გადაიხადე, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამის ფასს ვინმემ არ გადაიხდის? ამის ფასს თითოეული ჩვენგანი გადაიხდის, იმიტომ, რომ რიგითი ევროპელის თვალში, ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ. რა უნდა იფიქროს იმ ევროპელმა, ვიღაცას თუ დააინტერესა და დეტალებში წავიდა? იტყვის, რომ კაცო, აგერ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, თურმე, ქოლ-ცენტრებით თაღლითურად, ევროპელ პენსიონერებს პარავს ფულს.

 

მერე, კომისია რომ გაკეთდება, გაირკვევა, რომ ოფიციალური პირები ამას ან ხელს აფარებდნენ, ან თვითონაც თაღლითურად იპარავდნენ. ეს ხალხი გააკეთებს ელემენტარულ დასკვნას, რომ კაცო, აქ, ხელისუფლებაც თაღლითია, ოპოზიციაც და ესენი ყველანი თაღლითები ყოფილან. საბოლოო ჯამში, ამ განაჩენს გამოუტანენ ვის? - რიგით მოქალაქეს, ჩვენს შვილებს. მორჩა, ამიტომ არ უნდათ. ახლა რეალურად ესენი რასაც აკეთებენ, ერთმანეთზე გადაბრალებით, ცდილობენ თავისი მოპარული ფული დაიცვან“, - აცხადებს გიორგი გახარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner