logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იტალია არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი
- +

10 მაისი. 2023. 20:40

"იტალიასა და ვატიკანში ჩვენი ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს დაიწყო. იყო შეხვედრები იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან. იყო საუბარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ისევე, როგორც მალტაში, ასევე აქაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იტალია არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი," - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა რა საკითხები განიხილა იტალიაში გამართულ შეხვედრებზე.

„ის, რომ შარშან საქართველოს არ მიენიჭა სტატუსი, ჩვენ ამას გარკვეულ უსამართლობად ვხედავთ საქართველოს მიმართ და ამაზე გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ წელს იტალიის მხრიდან მხარდაჭერა გვექნება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. ასევე 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ვისაუბრეთ, თუ რამდენად წინ არის ეს საქმე წაწეული საქართველოს პარლამენტში. იმედი მაქვს, ამ მხრივ პარლამენტებს შორის ურთიერთობა კიდევ მჭიდრო იქნება. ჩემი კოლეგა მოვიწვიე საქართველოში ვიზიტით და იმედი მაქვს, შესაძლებლობა მექნება, მას საქართველოში ვუმასპინძლო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner