logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა და საქართველოსთან ფრენების აღდგენის თაობაზე არის მოსკოვის მიერ მიღებული დამოუკიდებელი
- +

10 მაისი. 2023. 20:42

"იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერთან გამართული შეხვედრა ძალიან მეგობრული იყო და გულთბილ გარემოში გაიმართა," - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი საკითხები საქართველოს ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის განცხადება, რომელიც იტალიის პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა საქართველოს განცალკევება უკრაინისგან და მოლდოვისგან. მისი მოლოდინია, რომ ეს მალე უნდა გამოსწორდეს. შესაბამისად, დეკემბერში იტალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე თუ რაიმე სხვა პროგრესი ექნება ჩვენს მეგობარ ქვეყნებს - უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოც ამ ჯგუფში უნდა განიხილებოდეს. ჩვენ იტალიის პარლამენტის სპიკერი საქართველოში მოვიწვიეთ და იმედია, შემოდგომაზე იტალიის წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოს ეწვევა. ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმის, რომ იტალია საქართველოსთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და მხარს დაუჭერს საქართველო ევროინტეგრაციას“, - განაცხადა სამხარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner