ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტისა და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ფრენები შეწყვიტოს, არის დისპროპორციული და უსამართლო“.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, 2019 წელსაც პუტინის რუსეთს ოკუპანტის სტატუსი ჰქონდა, ჩვენი ტერიტორიების 20% და უკრაინის ყირიმი ჰქონდა მიტაცებული. პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონეთათვის ორმაგი სტანდარტები ყოველთვის დამღუპველია, განსაკუთრებით ციფრული სამყაროს ეპოქაში.
„სხვათა შორის, მავანთ მინდა გავახსენო, რომ როდესაც რუსეთმა საქართველოს სანქცია-შეზღუდვები დაუწესა, ევროპული საბჭოს იმჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი კრემლს მიუთითებდა მცდარ გადაწყვეტილებაზე და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისკენ მოუწოდებდა.
უკაცრავად და 2019 წელს, პუტინის რუსეთს ოკუპანტის სტატუსი არ ჰქონდა? ჩვენი ტერიტორიების 20%, უკრაინის ყირიმი მიტაცებული არ ჰქონდა? პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონეთათვის ორმაგი სტანდარტები ყოველთვის დამღუპველია, განსაკუთრებით ციფრული სამყაროს ეპოქაში.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.