logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: გრიგოლ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 135 წელი შესრულდა
- +

2 სექტემბერი. 2016. 15:56



„2 სექტემბერს შესრულდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწის გრიგოლ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 135 წლისთავი",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბრობს. როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ამ საიუბილეო თარიღთან  დაკავშირებით აუცილებლად უნდა ჩატარდეს ღონისძიება და სოფელ ისრითში გაიხსნას მისი სახელობის მუზეუმი.


„2 სექტემბერს შესრულდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწის გრიგოლ ლორთქიფანიძის 135 წლისთავი, რომელიც იყო პირველი დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე, პირველი სამხედრო და განათლების მინისტრი. მისი დამსახურებით საქართველოს აჭარა შეუნარჩუნდა. ასევე ის არის ავტორი ნაშრომისა „ფიქრები საქართველოზე".

გრიგოლ ლორთქიფანიძე ვანის რაიონის სოფელ ისრითში დაიბადა. შექმნილია მისი სახელწოდების საზოგადოება. 135 წლის მისი იუბილე ქვეყანაში უნდა აღინიშნოს, რათა საზოგადოებამ მის შესახებ უფრო მეტი გაიგოს. ჩემი ინიციატივით უკვე არის დაწყებული სოფელ ისრითში არსებული სკოლისთვის გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების პროცედურა.  ასევე მის სოფელში მუზეუმი უნდა გაიხსნას. აღნიშნულ საკითხში ჩართულები არიან ვანის გამგეობა და მუნიციპალიტეტი. ახლა ჩვენი ხელისუფლების  ჯერია, ღონისძიება მაღალ დონეზე ჩავატაროთ",- განაცხადა ლორთქიფანიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner