"არ ჰქონდა მას ისეთი თანამდებობები, რომელსაც შეუძლია, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება ხელისუფლებასთან მიმართებით," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით გიორგი გახარიას განცხადებას.
„ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ინფორმაცია და პასუხისმგებლობა, ამიტომ თუ ვინმეს პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა ისაუბროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა:
„რიგითი ევროპელის თვალში ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ. მერე, კომისია რომ გაკეთდება, გაირკვევა, რომ ოფიციალური პირები ამას ან ხელს აფარებდნენ, ან თვითონაც თაღლითურად იპარავდნენ. ეს ხალხი გააკეთებს ელემენტარულ დასკვნას, რომ კაცო, აქ, ხელისუფლებაც თაღლითია, ოპოზიციაც და ესენი ყველანი თაღლითები ყოფილან“.