logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი გახარიაზე: არ ჰქონდა მას ისეთი თანამდებობები, რომ ხელისუფლებასთან მიმართებით ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება შეეძლოს - უპირველეს ყოვლისა მან, საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა ისაუბროს
- +

10 მაისი. 2023. 20:53

"არ ჰქონდა მას ისეთი თანამდებობები, რომელსაც შეუძლია, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება ხელისუფლებასთან მიმართებით," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით გიორგი გახარიას განცხადებას.

ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ინფორმაცია და პასუხისმგებლობა, ამიტომ თუ ვინმეს პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა ისაუბროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა:

„რიგითი ევროპელის თვალში ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ. მერე, კომისია რომ გაკეთდება, გაირკვევა, რომ ოფიციალური პირები ამას ან ხელს აფარებდნენ, ან თვითონაც თაღლითურად იპარავდნენ. ეს ხალხი გააკეთებს ელემენტარულ დასკვნას, რომ კაცო, აქ, ხელისუფლებაც თაღლითია, ოპოზიციაც და ესენი ყველანი თაღლითები ყოფილან“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner