კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და კომიტეტის წევრებმა სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ელისო ბოლქვაძემ პედაგოგ-მასწავლებლებს სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით კომიტეტის ხედვა გააცნო. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, რეფორმა საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება.
"იმ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რაც სახელოვნებო განათლებაშია. შეხვედრა სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრი როსტომ ჩხეიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, მალხაზ ბეგიაშვილს და მერის მოადგილეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე.
კულტურის კომიტეტი სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტში გამართავს.