logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: რაც ხდება უკრაინაში, რეალურად მნიშვნელოვანია ჩინეთის გათვლებისთვის ტაივანთან დაკავშირებით
- +

11 მაისი. 2023. 01:56

უკრაინაში რუსეთის შეჭრა ჩინეთს ინფორმაციას აწვდის ტაივანში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით, - განუცხადა ტელეკომპანია CNN-ს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

რაც ხდება ევროპაში მნიშვნელოვანია აზიისთვის და რაც ხდება აზიაში მნიშვნელოვანია ევროპისთვის“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„უსაფრთხოება გლობალური [საკითხია]. პეკინი ყურადღებით აკვირდება რა ხდება უკრაინაში, ფასს, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი იხდის, მაგრამ ასევე პოტენციურ ჯილდოს. ასე რომ, რაც ხდება უკრაინაში, რეალურად მნიშვნელოვანია პეკინის, ჩინეთის გათვლებისთვის, მაგალითად, ტაივანთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner