logo_geo
eng_logo
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთი მშვიდობის დამცველი და სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა
- +

11 მაისი. 2023. 01:47

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ემოციური ხედვა საჭირო არ არის და გერმანიაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ერთადერთი გამოსავალი სიმშვიდისა და რაციონალობის შენარჩუნება და პოლიტიკური გადაწყვეტის პირობების შექმნაა.

„ჩინეთი არც კონფლიქტის შემქმნელი და არც კონფლიქტის მონაწილეა, არამედ მშვიდობის დამცველი და სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცინ განმა გერმანიას მოუწოდა, წამყვანი როლი შეასრულოს და წამოაყენოს კონკრეტული წინადადებები დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი ევროპული უსაფრთხოების ჩარჩოს მშენებლობისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner