საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა გააგებინოს რუსეთს, რომ მოსკოვი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩიხშია.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პეკინმა რუსეთს მშვიდობისკენ დაბრუნებისკენ უნდა მოუწოდოს.
„აუცილებელია ჩინეთმა გამოიყენოს რუსეთთან ურთიერთობა, რათა რუსეთს უკეთ გააგებინოს, რომ [რუსეთი] ჩიხშია“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ.