logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანს ტობიას ლინდნერს შეხვდა
- +

10 მაისი. 2023. 21:02

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანს ტობიას ლინდნერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე. აღინიშნა ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს.

კიდევ ერთხელ აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის დიპლომატიური საქმიანობის შესახებ ტექნიკური ხასიათის შეთანხმებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner