logo_geo
eng_logo
3 სექტემბერს „Black Sea Arena“-ზე შავი ზღვის პირველი საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება
- +

2 სექტემბერი. 2016. 16:06



3 სექტემბერს, 20:00 საათზე, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში „Black Sea Arena" შავი ზღვის პირველი საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.


გალა-კონცერტში მონაწილეობენ: ანსამბლები - „სუხიშვილები", „რუსთავი", „ბასიანი", „რიჰო", „ლაგუშედა", „ფესვები", „მარეთი", უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა", „Quartet Nagelfluh" (Switzerland), „Su Cuncordu ‘e Sette Dolores" (Sardinia, Italy), „KTU State Conservatory Black Sea Music and Dance Ensemble" (Turkey).


ფესტივალი 1 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, იტალიის, შვეიცარიისა და თურქეთის ანსამბლები. სამი დღის განმავლობაში, ქართველ და უცხოელ მაყურებელს 4 ქვეყნის 24 ფოლკლორული ანსამბლის 400-მდე მონაწილემ ხალხური შემოქმედება გააცნო.


შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ასევე  „Black Sea Arena"-ს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner