logo_geo
eng_logo
ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა - ამბასადორიალი გაიმართა
- +

10 მაისი. 2023. 21:18

ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა, ამბასადორიალი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე.

აღნიშნა, რომ ელჩებთან საუბარი შეეხო შიდა სამუშაო გეგმას, რომელიც უნდა განხორციელდეს წლის ბოლომდე, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ჩვენს პარტნიორებში განწყობები ძალიან პოზიტიურია, რაც გვაიმედებს, გვაძლევს ძალას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საელჩოებს შორის კოორდინაციის საკითხზე და ერთიან სამოქმედო გეგმაზე.

მთავარი საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის გაუმჯობესებული კოორდინაცია ჩვენს შორის, ერთმანეთში და უფრო მეტი, მჭიდრო კომუნიკაცია ადგილსამყოფელ ქვეყნებში იმ შესაბამის ხალხთან, ვინც იღებს მონაწილეობას საბოლოოდ, ქვეყნების პოზიციების ფორმირებაში, როდესაც საკითხი ეხება კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას და სწორედ იქნება მეტი აქტიურობა დიპლომატიური კორპუსის პარტნიორებთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვუთხრათ იმ კონკრეტული საქმეების შესახებ, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ განახორციელა და უფრო მეტად ჩავრთოთ ჩვენი პარტნიორები და გავხადოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის მონაწილე“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრა 10 მაისს ქ. ბერლინში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლებმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner