პირველად ისტორიაში რაგბის ქართველი არბიტრი მსოფლიოს თასზე იმსაჯებს.
28 წლის ნიკა ამაშუკელი საფრანგეთში გასამართ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოედნის 12 მსაჯს შორის მოხვდა, რაც მის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა. ამაშუკელი ერთადერთია მეორე დონის სარაგბო ქვეყნებიდან, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიწვიეს და ტურნირის არბიტრებს შორის ის ყველაზე ახალგაზრდა იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე ჩატარდება.