„სამგორის საოლქო საარჩევნო უბნებში ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება", - ეს განცხადება უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ „კვირას" პრესკლუბში გააკეთა.
კობაიძის განმარტებით, სამგორის საოლქო საარჩევნო უბნებში მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები სახელისუფლებო კანდიდატებს აგიტაციაში აქტიურად ეხმარებიან.
„მოვუწოდებ თბილისის მერიას, მოახდინოს რეაგირება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე. ჩვენი ორგანიზაცია აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს და სამგორის საოლქო საარჩევნო უბნებში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ეხმარებიან კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში", - განაცხადა ალესანდრე კობაიძემ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.