logo_geo
eng_logo
ალექსანდრე კობაიძე: მოვუწოდებ მერიას, წინასაარჩევნოდ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი
- +

2 სექტემბერი. 2016. 16:10



„სამგორის საოლქო საარჩევნო უბნებში ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება", - ეს განცხადება უფლებადამცველმა ალესანდრე კობაიძემ „კვირას" პრესკლუბში გააკეთა.


კობაიძის განმარტებით, სამგორის საოლქო საარჩევნო უბნებში მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები სახელისუფლებო კანდიდატებს აგიტაციაში აქტიურად ეხმარებიან.



მოვუწოდებ თბილისის მერიას, მოახდინოს რეაგირება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე. ჩვენი ორგანიზაცია აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს და სამგორის საოლქო საარჩევნო უბებში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ეხმარებიან კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში", - განაცხადა ალესანდრე კობაიძემ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner