logo_geo
eng_logo
ჩავუშოღლუ: მარცვლეულის შეთანხმება, სულ მცირე, ორი თვით შეიძლება გახანგრძლივდეს
- +

10 მაისი. 2023. 22:52

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ფიქრობს, რომ მარცვლეულის შეთანხმება, სულ მცირე, ორი თვით შეიძლება გახანგრძლივდეს.

რუსეთი 18 მაისს შეთანხმებიდან გასვლით დაიმუქრა, თუ მისი მოთხოვნების ჩამონათვალი არ დაკმაყოფილდება, რათა დაბრკოლებები მოიხსნას რუსეთის მიერ მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის.

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირების ალტერნატიული გზები აქვს, თუ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება 18 მაისს არ გახანგრძლივდება.

უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკილი იყო რუსეთის შეჭრის შემდეგ, თუმცა სამ მათგანზე წვდომა გასული წლის ივლისში აღდგა მოსკოვსა და კიევს შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

8 მაისს, უკრაინის რეკონსტრუქციის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთმა ფაქტობრივად შეაჩერა მარცვლეულის შეთანხმების შესრულება შემომავალი გემების რეგისტრაციაზე უარის თქმით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner