logo_geo
eng_logo
სალომე სამადაშვილმა აღიარა, რომ უცხოელებთან ქვეყნის დასანქცირებას ითხოვს
- +

10 მაისი. 2023. 22:54

რუსეთის ეს ჟესტი „ქართულ ოცნებას“ შეუძლია გამოიყენოს შანტაჟისთვის, - არ გინდათ? აგერ არის რუსეთი,“- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებთან ხშირად არის საუბრები იმასთან დაკავშირებით, როგორ ითხოვენ ქვეყნის დასანქცირებას.

„ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ხშირად გვაქვს ამაზე საუბარი, რომ როცა ჩვენ ვითხოვთ სანქციებს და ა.შ. ეს ხომ არ აიძულებთ მათ [ქართულ ოცნებას] რომ კიდევ უფრო დაუახლოვდე რუსეთს. მიუხედავად იმისა, კანდიდატის სტატუსზე როგორ დასრულდება მიმდინარე წელს დებატები, ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმით, რომ სიცხადე შევქმნათ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ქართველი ხალხისთვის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თუ ევროპას და ქართველ ხალხს მართლაც სურს თანაცხოვრება ერთად ევროპულ სივრცეში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner