logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე პუტინის გადაწყვეტილებაზე: რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება ეს თემა კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებენ
- +

10 მაისი. 2023. 23:31

"მახსოვს, თავის დროზე, როდესაც რუსეთმა ამოიღო საქართველო მტრული სახელმწიფოების სიიდან, ამასაც მოჰყვა რადიკალების აღშფოთება. სინამდვილეში ეს იყო იმის გამოხატულება, რომ საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას აქვს თავის შედეგი და ეს შედეგი არის ის, რომ დღეს საქართველოში არ გვაქვს მეორე ფრონტი, ომი რაც ასე ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნას და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არანაირი კავშირი არ აქვს კანდიდატის სტატუსთან.

 

რაც შეეხება საგარეო-პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციას, აქ უკვე წამოვიდა სპეკულაციები და ეს სპეკულაციები გაგრძელდება. მეტიც, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება ეს თემა კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის, მაგრამ, დაიმახსოვრეთ, რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება გამოიყენოს ეს თემა იმ კამპანიისთვის, რომელსაც ისინი კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებენ. ჩვენ დსთ-ს წევრი არ გავმხდარვართ დღეს. იყო დაწესებული სასჯელი რუსეთის მხრიდან და ეს სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა დღემდე რუსეთის ქოლგის ქვეშ არსებული მთავარი საერთაშორისო ორგანიზაციის, დსთ-ს წევრია და ამ ქვეყნის სიფრთხილის ყველას ესმის.

ერთი ევროპელი ან ამერიკელი პოლიტიკოსის მოწოდება თუ გახსენდებათ, მოლდოვის დსთ-დან გამოსვლის შესახებ? თუ ესმით მოლდოვის სიფრთხილე, რატომ არ ესმით საქართველოს სიფრთხილე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ა.შ“, - დასძინა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner