logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვერ ნახავთ ვერცერთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც დაშვებულია უცხოეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება
- +

10 მაისი. 2023. 23:51

"ვერ ნახავთ ვერცერთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც დაშვებულია უცხოეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, არის არაერთი პრეცედენტი იმისა, რომ უცხოური ორგანიზაციები აფინანსებენ პოლიტიკურ გაერთიანებებს საქართველოში, რაც კანონმდებლობის დარღვევაა და კონკრეტული სანქციებით ისჯება.

 

ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. ერთადერთი, შეიძლება მივმართოთ აუდიტის სამსახურს. მაგრამ, არსებითად ეს აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებაა - ვის შეეფარდება სანქცია და ვის არა. ყველაფერი კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული. მაგრამ, თავისთავად, ის რომ კონკრეტული ორგანიზაციები უაპელაციოდ, უხეშად ერევიან ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, შემაშფოთებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner