logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როცა კეზერაშვილმა დაიწყო საქართველოში „ქოლცენტრების“ ბიზნესი, გახარია ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მოგვიანებით პრემიერი. გამოდის, რომ გახარიას სცოდნია ყველაფერი და საკუთარი თავი უნდა გამოიძიოს
- +

11 მაისი. 2023. 00:08

ირაკლი კობახიძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა. კომენტარი ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გააკეთა.

 

ასეთი აბსურდული განცხადებები კეთდება, როდესაც გყავს უფროსი, დამფინანსებელი, რომელიც რაღაც მომენტში რაღაცის თქმას გავალებს. კეზერაშვილთან გახარიას კავშირები ცნობილია. მიიღო დავალება და ასეთი სისულელე თქვა. თან ამტკიცებს, რომ ხელისუფლების გარეშე ეს ვერ მოხდებოდაო და გამოძიებით ირკვევა, რომ როცა კეზერაშვილმა დაიწყო საქართველოში „ქოლცენტრების“ ბიზნესი, გახარია ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მოგვიანებით პრემიერი. მაშინ, გამოდის რომ გახარიას სცოდნია ყველაფერი და საკუთარი თავი უნდა გამოიძიოს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ე.წ. ქოლცენტრების საქმეში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხელისუფლების ჩართულობაზე ისაუბრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner