logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: კანდიდატის სტატუსის მონიჭების კონტექსტში ევროპისგან ძლიერი გზავნილი გვჭირდება და ამ მხრივ თითოეული წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია
- +

11 მაისი. 2023. 10:15

 

 

იტალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უკვე პირველი ძალიან ხელშესახები შედეგები, როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო ხელმძღვანელობის მხრიდან მივიღეთ სრული მხარდაჭერა ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე და კანდიდატის წევრობაზე, ისევე, როგორც მივიღეთ კონკრეტული დაპირებები პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ვატიკანის ხელმძღვანელი პირების მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დელეგაციის მიზანია, იტალიელ კოლეგებს სრულყოფილად მიაწოდონ ინფორმაცია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

 

„დღეს გვექნება შეხვედრები იტალიის პარლამენტის ზედა პალატაში, სადაც ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტთან გავმართავთ შეხვედრებს. ანალოგიურად, სხვა შეხვედრებისა, ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი იტალიელი კოლეგები სრულყოფილად ფლობდნენ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე რეფორმების, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისა და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლის საფუძველზე ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მეტ ევროინტეგრაციას ევროპაში. ჩვენ გვჭირდება ევროპისგან ძლიერი გზავნილი კანდიდატის სტატუსის მონიჭების კონტექსტში და ამ მხრივ თითოეული წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა არის არსებითად მნიშვნელოვანი“, - აცხადებს მიქანაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner