logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული ეს სანქციები და მოხსნაზეც გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო
- +

11 მაისი. 2023. 10:30

 

 

„რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული ეს სანქციები და მოხსნაზეც გადაწყვეტილება ცალმხრივად მიღო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ერთი წლის წინ საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, მოხდა ამ გადაწყვეტილების დროში გადავადება, რამაც ბუნებრივია, რომ რეგიონში სადაც გამოწვევები არის გაზრდილი გამოიწვია რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გააქტიურება“, - აღნიშნავს თალაკვაძე.

 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner