„რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული ეს სანქციები და მოხსნაზეც გადაწყვეტილება ცალმხრივად მიღო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ერთი წლის წინ საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, მოხდა ამ გადაწყვეტილების დროში გადავადება, რამაც ბუნებრივია, რომ რეგიონში სადაც გამოწვევები არის გაზრდილი გამოიწვია რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გააქტიურება“, - აღნიშნავს თალაკვაძე.
ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია.