რატი იონათამიშვილი: არახამიასნაირი ადამიანების იმედად რომ არის დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია, ეს ნიშნავს, რომ მთელ ამ რადიკალურ ფლანგს ძალიან უჭირს
-
+
11 მაისი. 2023. 10:53
„ზოგადად, არახამიასნაირი ადამიანების იმედად რომ არის დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია, ეს ნიშნავს, რომ ძალიან უჭირს მთელ ამ რადიკალურ ფლანგს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით და ასეთი ოდიოზური ადამიანებისგან ეძებენ რაიმე სარგებელს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება. პარალელურად, არახამია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს და ევროპულ მომავალს საქართველოს მთავრობა არ იმსახურებს.