logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარიამ „მაარიფის სკოლის" ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა
- +

11 მაისი. 2023. 12:45

 

 

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ თურქეთის „მაარიფის ფონდისა“ და “საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის” მიერ ჩატარებული ოლიმპიადის (MAGIS) გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.

 

ოლიმპიადაში საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების 300 სკოლის 600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. კლასების მიხედვით გამოვლინდა 22 გამარჯვებული, რომელსაც გადაეცა ფულადი და სხვა სახის ჯილდოები.

 

ბექა ოდიშარიამ გამარჯვებულ მოსწავლეებს და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

ცოდნა დიდი სიმდიდრე და ძალაა, რაც უნდა მოხმარდეს სიკეთეს, ხალხთა შორის მეგობრობასა და ქვეყნის აღმშენებლობას", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

მან მადლობა გადაუხადა თურქეთის სახელმწიფოს, თურქეთის ელჩს და „მაარიფის ფონდს“ საქართველოს განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ბექა ოდიშარიამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის როლს „მაარიფის ინტერნაციონალური სკოლების“ პლატფორმის მხარდაჭერისათვის.

 

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სულ მალე თბილისში აშენდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაარიფის ახალი სკოლა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, თურქეთის „მაარიფის ფონდის“ წარმომადგენელი საქართველოში ალი სედათ ასლანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი გივი კავთელიშვილი, თბილისის საკრებულოსა და მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურების წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner