logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარი საზაფხულო სეზონის სამზადისშია
- +

11 მაისი. 2023. 12:59

 

 

ზაფხულის  სეზონთან  დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში  მოსამზადებელი  სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. მთლიან პერიმეტრზე  დაწყებულია საბაღე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სარემონტო და სამღებრო სამუშაოები. ამ ეტაპისათვის, სპეციალური ტექნიკით ბათუმის სანაპირო ზოლის მოსწორება და საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხორციელდება. ინტენსიურად მიმდინარეობს მცენარეთა საფარის მოვლითი და გამწვანებითი ღონისძიებები. უახლოეს დღეებში 150 ათასზე  მეტი ზაფხულის ერთწლოვანი ჩითილებით გალამაზდება ბულვარის მწვანე სივრცეები.  ასევე, მიმდინარეობის პროცესშია ტურისტულ სეზონზე სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner