ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ჩვენ რელურად თანამოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. ამომრჩეველს ვპირდები, რომ ყველა დაპირება, რაც იქნება წინასაარჩევნო პროგრამაში, სისრულეში იქნება მოყვანილი"- ამის შესახებ „ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა კობალაძემ „რეპორტიორს" განუცხადა. როგორც კობალაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო პროგრამას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში საზოგადოებას გააცნობს.
„წინასაარჩევნო პროგრამას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს. ვიცით კონკრეტული ვალდებულებები და მტკივნეული საკითხები, რაც ჩვენს მოსახლეობას აქვს, რომელთაც გამოვასწორებთ და შედეგიანად დავამთავრებთ",- განაცხადა კობალაძემ.