ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ბოლო დროს რუსული ფულების წყალობით სიგანეში წასული ჰელენ გოგიევიჩი ამტკიცებს, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა არის ღალატი!
ესე იგი, რუსეთმა კი გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა ღალატი.
ჰელენ გოგიევიჩმა ასევე დასძინა, რომ... თუ ვიზები არ იქნება გაცემული სოლიკო ვირსალაძის ხელმოწერით, მას არ ექნება არანაირი ძალა.
ამავდროულად, ყველა რუსული ავიაკომპანია ვალდებულია, რუბლები გადმოურიცხოს გოგიტა ხოშტარიას, როგორც სოლიკო ვირსალაძის ჰონორარი. უფრო სწორად, ავიაკომპანიებმა უნდა გადარიცხონ თეატრებში და შემდეგ თეატრებმა იციან, რაც უნდა ქნან.
ეგ არი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მოძრაობა ჩაითვლება უკრაინის ღალატად და დასანქცირდება დევიდ ბექჰემი რაღა იყო და... დევიდ კოპერფილდის კი არა, ვინმე არახამიას მიერ!
ჰო, ეს საკითხი იმანაც დაგმო... „ბორჯომი“ რუსებს რომ მიჰყიდა რამდენიმე წლის წინ და შემდეგ ამ მთავრობამ რომ გამოისყიდა... მამუკიმ, კაცო, ხაზარაძემ!
მოკლედ, მკლავენ, ეს ჩემისები, სიცილით, მკლავენ!“ - წერს გელა ზედელაშვილი.