logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს ევროპასა და აზიაში ანტონელა ბასანის შეხვდა
- +

11 მაისი. 2023. 14:25

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აშშ-ის შინაგან დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს ევროპასა და აზიაში ანტონელა ბასანის, 30 წლის განმავლობაში, მსოფლიო ბანკის მხრიდან, მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

 

„2014 წლიდან, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებების, ასევე, მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო პოლიტიკისა და პროცედურების გაუმჯობესებას. უნდა აღინიშნოს, რომ  ჩვენ გვაქვს კარგი შედეგები ამ მიმართულებით, რასაც ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ოთარ შამუგიამ იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა და მიღწეული პოზიტიური შედეგები, იქნება სტიმული მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მსგავსი მასშტაბური პროექტები გაგრძელდეს.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2023 წელს დაიწყო მსოფლიო ბანკის ახალი საინვესტიციო პროექტი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“ (GRAIL), რომელიც მიმართულია მდგრადი და პროდუქტიული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.  პროექტის ჯამური ღირებულება 150 მლნ ევროა.

 

როგორც მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობას და სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას. ანტონელა ბასანიმ დადებითად შეაფასა  მინისტრის უშუალო ჩართულობა მსოფლიო ბანკის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

 

შეხვედრას, მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner