logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: რუსეთისგან ცალმხრივად დადებული სანქცია მოხსნილია. გაუგებარია, რა შეუძლია საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს დაადოს დამატებით სანქცია?
- +

11 მაისი. 2023. 14:42

 

 

პუტინის გადაწყვეტილების დროსა და მის ზრახვებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის პრიორიტეტია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, ის პირადად რუსეთში წასვლას არ აპირებს.

 

ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაც სანქციის სახით, ცალმხრივად ჰქონდა დადებული, ახლა არის მოხსნილი. შესაბამისად, გაუგებარია, ახლა რა შეუძლია საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს დაადოს დამატებით სანქცია და აუკრძალოს, თუ ვინმეს სურვილი აქვს, ამ შეზღუდვის არქონით ისარგებლოს? ეს ძნელად წარმომიდგენია. ეთნიკურად ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც რაიმე ფორმით დაკავშირებული იყვნენ რუსეთის ფედერაციასთან, ალბათ აქამდეც ახერხებდნენ მიმოსვლას. რაღაც დოზით გაუადვილდებათ მიმოსვლა ადამიანებს, ვინც ამას მესამე ქვეყნის გავლით ახერხებდა, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, რომელმაც გაიგო, თურმე ვიზა არ სჭირდება, ადგეს და ახლა მოინახულოს რუსეთის რომელიმე ოლქი, თუ რაიონი, ტურისტულად იმოგზაუროს“,- აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner