„ჩვენ დავაკვირდებით პროცესებს და არ გამოვრიცხავთ სამომავლოდ, რომელიმე პოლიტიკურ ოჯახში გაწევრიანებას", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს.
„თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვიქნებით დაკვირვების რეჟიმში და თანაბარი თანამშრომლობის რეჟიმში ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან. ვნახოთ, მომავალში რას გვიჩვენებს მოვლენების განვითარება“, - განაცხადა კობახიძემ.