logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსის ჭრილში ჩვენი წევრობა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში კონტროპრუდუქტიული იყო. ზუსტად ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ევროპის სოციალისტური პარტიის რიგების დატოვების თაობაზე
- +

11 მაისი. 2023. 14:35

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრობა ევროპის სოციალისტურ პარტიაში კონტრპროდუქტიულ როლს ასრულებდა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების საკითხში. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სოციალისტებთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

 

ბევრად უფრო მძიმე იყო, როდესაც სოციალისტების 1/3 უჭერდა მხარს ჩვენ საწინააღმდეგო რეზოლუციებს, ვიდრე როდესაც EPP მთელი თავისი შემადგენლობით გამოდიოდა ჩვენ წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ ვიცით, რომ EPP-წევრია „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მეტ-ნაკლებად ახსნადი იყო პოლიტიკური კავშირის გამო მათი პოზიცია. რაც შეეხება იმ ვითარებას, როდესაც აბსურდულ რეზოლუციებს მხარს უჭერს სოციალისტების დიდი ნაწილი, ეს ხელს უშლიდა ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ და კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. ეს არის ერთ-ერთ მიზეზი, რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პოლიტიკური ოჯახის დატოვების შესახებ.

 

თუმცა, თანამშრომლობა გაგრძელდება, მათ შორის ევროპის სოციალისტურ პარტიასთან, მათ შორის ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლებთან. უბრალოდ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება თანაბარ საწყისებზე, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის კანდიდატის სტატუსის ჭრილში კონტროპრუდუქტიული იყო ჩვენი წევრობა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში. ზუსტად ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ევროპის სოციალისტური პარტიის რიგების დატოვების თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

 

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner