logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წევრობა გახდა კონტრპროდუქტიული ევროინტეგრაციის პროცესისთვის, ეს უნდა იყოს გადახედვის საფუძველი
- +

11 მაისი. 2023. 16:45

 

 

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსის და ამ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებების დატოვებას გამოეხმაურა.

 

გადაწყვეტილების მიღების მიზეზები საკმაოდ კარგად განიმარტა და ეს ეფუძნება და უკავშირდება იმ საკითხს, რომ ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ ოჯახში ვუყურებთ ერთიანობას და მათთან ურთიერთობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში, თუ რამდენად წაადგება და დაეხმარება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის წევრობა ან ურთიერთობა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. თუ ასეთი წევრობა გახდა კონტრპროდუქტიული ამ პროცესისთვის, ეს უნდა იყოს გადახედვის საფუძველი. სწორედ ამასთან გვქონდა საქმე და ჩვენ გადავხედეთ იმ ურთიერთობებს, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა სოციალისტურ პარტიასთან“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

 

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner