დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩა N 5-ში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.
კონტრაქტორმა კომპანიამ აღნიშნულ მისამართზე მოხსნა დაზიანებული ასფალტის საფარი, ახალი ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა, ამ ეტაპზე კი 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი იგება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს და რამდენიმე დღეში დასრულდება.
თევდორე მღვდლის ქუჩა N5-ში დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებსაც ახორციელებს. ამ ეტაპზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი მიმდინარეობს, ამის შემდგომ კი დაიგება დეკორატიული ფილები, შეიცვლება საპარკე სკამები და დამონტაჟდება ახალი ატრაქციონები.