logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: „ქართული ოცნების“ მიერ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დატოვება ღირსების საკითხი იყო - აღქმა, რომ საქართველო დაბალი ღობეა, კატეგორიულად მიუღებელია
- +

11 მაისი. 2023. 17:10

 

 

ქართული ოცნების“ მიერ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დატოვება ღირსების საკითხი იყო. ცხადია, იმ გაერთიანებაში, საიდანაც ისმის, რომ ღმერთის, ოჯახის და ტრადიციების პატივისცემა შესაძლოა დასჯის საფუძველი გახდეს, თავმოყვარე პარტიას არაფერი ესაქმება”, - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ და „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ღირებულებითი შეუთავსებლობის გარდა, აღნიშნული პარტია, ქართული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის მხარდამჭერიც გახდა.

 

ქართული ოცნების“ მიერ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დატოვება ღირსების საკითხი იყო. ცხადია, იმ გაერთიანებაში, საიდანაც ისმის, რომ ღმერთის, ოჯახის და ტრადიციების პატივისცემა შესაძლოა დასჯის საფუძველი გახდეს, თავმოყვარე პარტიას არაფერი ესაქმება.

 

გარდა ღირებულებითი დისონანსისა, ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტია პირდაპირ ქართული ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის მხარდამჭერად მოგვევლინა. შესაბამისად, თუ არც ღირებულებებია საერთო და არაც პოლიტიკური დღის წესრიგი, ასეთ გაერთიანებაში ყოფნა უბრალოდ რაციონალურ აზრს მოკლებულია.

 

ასე რომ, მოჩვენებითი პარტნიორობის და გაუგებარი თანამშრომლობების დრო აღარ არის. ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - აღქმა, რომ საქართველო დაბალი ღობეა, კატეგორიულად მიუღებელია.“ - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner