გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს: წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის მტკიცებით, ჯო ბაიდენის ოჯახმა კორუმპირებული რუმინელი ბიზნესმენისგან მილიონი დოლარი მიიღო. როგორ ფიქრობთ დაუწესოთ სანქციები პრეზიდენტის ოჯახს?
-
+
11 მაისი. 2023. 17:15
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს.
„ქალბატონო ელჩო! ღია წყარო New York Post წერს: კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახმა კორუმპირებული რუმინელი ბიზნესმენისგან მილიონი დოლარი მიიღო.
როგორ ფიქრობთ დაუწესოთ სანქციები პრეზიდენტის ოჯახს?“ - წერს გოგა ხაინდრავა Twitter-ზე.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახმა კორუმპირებული რუმინელი ბიზნესმენისგან მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.