logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობითი აბსურდიდან გამომდინარე, რის დამკვიდრებას აგრესიული ლიბერალები ცდილობენ, სოციალისტური იდეები საქართველოსთვის ყოვლად მიუღებელია
- +

11 მაისი. 2023. 17:28

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარტია „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვებას სოციალურ ქსელში აფასებს.

 

მისი თქმით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია, ვინაიდან დღევანდელი საქართველოსთვის სოციალისტური იდეოლოგია მიუღებელია და ქართული საზოგადოების მენტალობა კონსერვატიულ პრინციპებთან მოდის შესაბამისობაში.

 

„ქართული ოცნება” „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს, რომლის წევრი 2015 წლიდან იყო. არ დაგიმალავთ და როცა ამ რამდენიმე დღის წინ გავიგე „ოცნების“ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ წევრი იყო, ძალიან გამიკვირდა. გამიკვირდა არა იმიტომ, რომ მოვისმინე მათი ვიცე-პრეზიდენტ კეტი პირის მიერ გაცხადებული მიმართულება იმის შესახებ, რომ „კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“, არამედ იმიტომ რომ დღევანდელი საქართველოსთვის სოციალისტური იდეოლოგია აბსოლუტურად მიუღებელია. ერთის შეხედვით, სოციალიზმის მისწრაფება თანასწორობისა და ყველას კეთილდღეობისკენ მიმზიდველად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა არაერთი სახელმწიფოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოს ჩარევა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში წყვეტს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს და სოციალური დახმარებებისთვის აუცილებელი გაზრდილი გადასახადების გამო, საშუალო ფენების გაღარიბებას უფრო უწყობს ხელს. ასევე იმ იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობითი აბსურდიდან გამომდინარე, რის დამკვიდრებას აგრესიული ლიბერალები ცდილობენ, სოციალისტური იდეები საქართველოსთვის ყოვლად მიუღებელია.

 

მიუღებელი იყო ყოველთვის, რადგანაც ჩვენი მენტალობა და საკუთარი თავის გადარჩენის სურვილი სწორედაც კონსერვატიულ პრინციპებს ეთანხმება. ასე რომ არ დავიწყებ რაიმეს მტკიცებას იმ ხალხისთვის ვინც სიტყვა სოციალიზმი მხოლოდ იქიდან იცის, რომ სსრკ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი იყო და იმით არის აღფრთოვანებული, რომ „ოცნებამ“ ეს ევროპული გაერთიანება დატოვა, რითაც თურმე რაიმე ცუდი დაემართება. კიდევ ერთხელ ვიტყვი - მთავარი ის კი არ არის, თუ რომელი გაერთიანების წევრია ესა, თუ ის პარტია. მთავარია ის, თუ რა მოაქვს საქართველოსთვის ამ წევრობას. მარტივი მაგალითისთვის უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის წევრია და რა მოუტანა, ან მოაქვს ამ წევრობას საქართველოსთვის? ასე რომ ძალიან კარგი რომ დატოვა.” – წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner