logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: იმ პარტიის მხრიდან, რომელიც დეზერტირობის პროპაგანდას ეწევა და მეორეს მხრივ სისხლიან რევოლუციაზე დაუფარავად საუბრობს, იარაღის კურსების ჩატარება რა მიზნებს ემსახურება ალბათ ყველასთვის ნათელია
- +

11 მაისი. 2023. 17:40

 

 

“საკუთარ დაფინანსებაში უნდა ეძებონ შავი ხვრელები და აუდიტის სამსახური ამით უნდა დაინტერესდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს კონკრეტული პარტიების დაფინანსების წყაროებით.

 

„შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი და პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რადგან არის ნიშნები იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით ხდება პარტიების დაფინანსება. იარაღის გამოყენების ტრენინგი, რევოლუციური განწყობის შექმნაში დატრენინგება - ამის დაფინანსება ითარგმნება პარტიების დაფინანსებაში და ეს ამავდროულად საქართველოს საწინააღმდეგოა. იმ პარტიის მხრიდან, რომელიც ერთის მხრივ დეზერტირობას პროპაგანდირებს და მეორეს მხრივ სისხლიან რევოლუციაზე თავის სემინარებზე დაუფარავად საუბრობს, იარაღის კურსების ჩატარება რა მიზნებს ემსახურება ალბათ ყველასთვის ნათელია. აქედან გამომდინარე, საკუთარ დაფინანსებაში უნდა ეძებონ შავი ხვრელები და აუდიტის სამსახური ამით უნდა დაინტერესდეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner