logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: GORBI-ს კვლევა გვეუბნება იმას, რომ ქართველები აფასებენ სიმართლეს, ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობასა და საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას
- +

11 მაისი. 2023. 17:59

 

 

„GORBI-ს კვლევა გვეუბნება იმას, რომ ქართველები აფასებენ სიმართლეს, ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობასა და საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„პრაგმატულ პოლიტიკაა სწორედ ის, რამაც საქართველო უნდა გააერთიანოს. სხვა გზა ამ ქვეყანას განვითარებასთან, მშვიდობასთან, სტაბილურობასთან, წინსვლასთან ერთად, არ აქვს. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა დაბრუნდეს ერთადერთი გზით, ერთადერთი პოლიტიკით - ამას ჰქვია პრაგმატული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის კონკრეტულ შედეგებს - ეკონომიკურ წინსვლას, სტაბილურობას, მშვიდობას, ამ ქვეყანაში ვხედავთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს არის ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი. საბოლოო ჯამში, პრაგმატული პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს საქართველოს გაერთიანება და ამ მიზანს კარგად ხედავენ ქართველები. ისინი კარგად ხედავენ ყოველდღიურ სიტუაციას, რეალურ პროგრესს და ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. სწორედ ესაა იმის საფუძველი, რომ ამდენწლიანი მმართველობის ფონზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რაც ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. შემცირებულია ოპოზიციის რეიტინგი, რაც თავის თავს უნდა დააბრალონ, იმიტომ, რომ მათ მხარეს არ არის სიმართლე. ისინი აზიანებენ საკუთარ სახელმწიფოს და მავნებლური პოლიტიკით არიან დაკავებულები, რაც სწორად შეაფასა ქართველმა ხალხმა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner