logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არსებობს ისეთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც საკუთარი თანამოქალაქეების დასანქცირებას ითხოვს?
- +

11 მაისი. 2023. 18:09

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ თვით სანქცირებას ითხოვენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

მისი თქმით, ამგვარმა მავნებლებმა წაბილწეს ოპოზიციური პოლიტიკური კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, უფლება დამცველობა და სხვა მრავალი რამ, რაც აჩქარებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

 

„მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არსებობს ისეთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც საკუთარი თანამოქალაქეების დასანქცირებას ითხოვს? რასაკვირველია, არა!

 

გადავდოთ გვერდზე ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა და ვიკითხოთ - ამგვარ „ლუზერ“ პოლიტიკანებს რისი იმედი აქვთ არჩევნებში? არ აქვს მნიშვნელობა, ეს სალომე სამადაშვილი, „ნაცსექტის“ ნებისმიერი აქტორი თუ სხვა მარგინალები, მაგალითად, გიორგი გახარია, გიგა ბოკერია, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ა.შ.

 

ამგვარმა მავნებლებმა წაბილწეს ოპოზიციური პოლიტიკური კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, უფლება დამცველობა და სხვა მრავალი რამ, რაც აჩქარებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner