logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე სალომე სამადაშვილზე: მან პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ სანქციას ითხოვს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
- +

11 მაისი. 2023. 18:34

 

 

„ქალბატონ სალომე {სამადაშვილს}ძალიან საინტერესო წამოცდენა ჰქონდა - მან როგორც ჩანს, ემოციურ ფონზე, პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ სანქციას ითხოვს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. შემდეგ ვხედავთ ამ მესიჯის გასწორების მცდელობებს, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„იმ დროს, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. იმ დროს, როდესაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ ამაში ხელი შეუშალონ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არეულობა, ქაოსი გამოიწვიონ და შემდეგ ომში ჩართონ ეს ქვეყანა, ამ ფონზე თუნდაც კონკრეტული პირების მიმართ ითხოვდე სანქციებს, ეს არის საკუთარი სამშობლოსა და სახელმწიფოს მტრობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner