logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვეკითხები ჩვენს ევროპელ მეგობრებს, თქვენ რომ მეუბნებით შეწყვიტე ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?!
- +

11 მაისი. 2023. 19:45

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც დასავლელი პარტნიორები საქართველოს სთხოვენ, რომ რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაწყვიტოს, მაშინ თავადაც ასე უნდა მოიქცნენ.

ახლა მე მინდა კიდევ ერთი მთავარი ფაქტი გითხრათ, აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენთან აქ ხომ დაინგრა, ხალხი დაიღუპა, დავკარგეთ ტერიტორიები, არაფრის გადახედვა არ მოხდა არავისგან, პოლიტიკა გაგრძელდა ისე, როგორც იყო და თუ გაინტერესებთ რა ღირებულების საქონელი შეიძინა მაგალითად რუსეთისგან ევროკავშირმა? 2.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების. რა სანქციებზე იყო საუბარი?! ჩვენი ტერიტორიები რომ არის ოკუპირებული დღეს და ომი რომ გვქონდა, ამაზე არავინ არაფერი გააკეთა - არც სანქციები დააწესა, ჩვენ ეს უნდა მოგვეთმინა. მე ასევე მახსოვს 2019 წელს, როდესაც ფრენები შეაჩერა რუსეთმა, მაშინ გამოდიოდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ევროკავშირი და მოუწოდებდა რუსეთს, რომ აღადგინე ფრენებიო. დღეს მესმის და თანავუგრძნობთ უკრაინასა და უკრაინელებს. ძალიან გვინდა ყველას, ეს უბედურება დასრულდეს და უკრაინაში რადგანაც არის ომი და უბედურება, ამის გამო თუ ჩვენ უნდა ჩავყვეთ, გავნადგურდეთ, ომი უნდა იყოს, მეორე ფრონტი იყოს, ჩვენი ქალაქები დაიბომბოს, პოლიგონად გადაიქცეს და ჩვენ ხალხს არ მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება, ლოგიკა სად არის?! როცა მე ვეკითხები ჩვენს ევროპელ მეგობრებს, თქვენ რომ მეუბნებით მე, რომ შეწყვიტე ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?! რატომ არ აჩერებთ თქვენ ვაჭრობას?! შარშან სამასი მილიარდი რატომ მისცეს რუსეთს?! კითხვა მაქვს როგორც მოქალაქეს, ვისაც უნდა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ არ იფრინოთ, ვაჭრობა არ გინდათო, ტურისტები არ გვინდა?! მერე იმასაც გვეტყვიან, რომ ტურისტები არ შემოუშვათო. აღარ მინდა გავაგრძელო, მგონი ჩვენი ხალხი ისედაც ყველაფერს ხვდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამ გზაზე ძალიან ბევრი მცდელობა იქნება, მაგრამ მჯერა, რომ ღმერთის დახმარებით, მშვიდად გავივლით და გავიყვანთ ქვეყანას სამშვიდობოზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner