logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: იტალია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს
- +

11 მაისი. 2023. 19:46

 

დღეს შეხვედრები გვქონდა იტალიის სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპის საქმეთა მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ყველა ამ შეხვედრაზე იყო აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მისწრაფების და კანდიდატობის სტატუსის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მათი მხრიდან ხაზგასმით იყო დადასტურებული, რომ იტალია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. საუბარი გვქონდა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე. ვფიქრობ, რომ ჩვენ იტალიის მხრიდან გვქონდეს მხარდაჭერის იმედი მიმდინარე წლის დეკემბერში გადაწყვეტილების მიღებისას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner