logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ევროპის სოციალისტურ პარტიაზე: ეს იყო შედეგი იმ დამოკიდებულების, რასაც სოციალისტები იჩენდნენ „ქართული ოცნების“ და მთლიანად საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ
- +

11 მაისი. 2023. 19:48

 

შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს იყო შედეგი იმ დამოკიდებულების, რასაც სოციალისტები იჩენდნენ „ქართული ოცნების“ და მთლიანად საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ.

პირველ რიგში, გაუგებარი შეფასებები მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას იმ კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა ძირითადად ევროპულ ფასეულობებს, ტრადიციებს, ოჯახს. ტრადიციულად ამაზე დგას ევროპა და ასეთ თემებზე საუბარს მიიჩნევდნენ მათი ღირებულებებისთვის შეუსაბამოდ. ჩვენი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, როცა ასეთი ფასეულობები კითხვის ქვეშ დგება. ამიტომ, ალბათ, სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელიც იქნებოდა.

სამწუხაროდ, ევროპული ინტეგრაციის პროცესში ვნახეთ, რომ მიუხედავად პარტიული სიახლოვისა, ჩვენ ვერ ვგრძნობდით იმ მხარდაჭერას, რაც ამ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოს ოჯახის წევრმა პარტიამ. ევროპარლამენტის მხრიდან სხვადასხვა რეზოლუცია მიიღეს, რომელსაც სოციალისტების ნაწილმა ზოგჯერ მხარიც კი დაუჭირა. არც გაუკრიტიკებიათ დიდად, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან დადასტურებულად იყო დეზინფორმაციული ჩანაწერები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს თუ კეზერაშვილის მოხსენიება ხდება, როგორც მედიამაგნატის, რომელიც ზუსტად ევროპელი პენსიონერებისგან ფულის თაღლითურად მისაკუთრებით შექმნა თავისი ქონება. როცა ასეთ რეზოლუციებს მხარს უჭერენ და არანაირ პროტესტს არ გამოთქვამენ, ესეც აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, სწორი მიდგომა არ ჰქონდათ. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას პოლიტიკურ ურთიერთობას თანაბარ საწყისებზე. ამ მხრივ ეს ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციების ნათლად წარმოჩენას ევროპარლამენტში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner