logo_geo
eng_logo
„ნამდვილად მშურს ხობის თითოეული მოქალაქის, ვინაიდან მათ პარლამენტში ეყოლებათ ისეთი ადამიანი, როგორიც ირაკლი ბერაიაა“
- +

2 სექტემბერი. 2016. 17:05



„ნამდვილად მშურს ქალაქ ხობის თითოეული მოქალაქის, ვინაიდან მათ ეყოლებათ ისეთი ადამიანი საქართველოს პარლამენტში, როგორიც ირაკლი ბერაიაა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ხობში განაცხადა, სადაც მან ადგილობრივებს პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა.



როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მოხდა გარკვეული ცვლილება და თავდაპირველად წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და მოხსნა თავისი კანდიდატურა, თუმცა, გოდერძი ბუკია გუნდის წევრად რჩება.



ვინაიდან გოდერძი ბუკია ახორციელებს ძალიან მასშტაბურ პროექტებს, ვინაიდან გარკვეული პროექტების განხორციელება უკავშირდება სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის" ჩართულობას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მას ამ ეტაპზე თავი შეეკავებინა მაჟორიტარული არჩევნებისგან. რა თქმა უნდა, იგი რჩება ჩვენი გუნდის მხარდამჭერად, ჩვენს მეგობრად და მისი აქ ყოფნაც ამის დასტურია. ეს იყო ღირსეული გადაწყვეტილება. უმაღლესი ეთიკის ნორმებით ნაკარნახევი და მინდა, მას წარმატება ვუსურვო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



მან ადგილობრივებს მაჟორიტარობის ახალი კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა, რომელიც, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან ნიჭიერი, წარმატებული, ახალგაზრდა კაცია.



ის ამ სოფლის, ამ მხარის, ამ მიწის მკვიდრია. ის იქნება ძალიან ღირსეული წარმომადგენელი თქვენი საქართველოს პარლამენტში, ეს გახლავთ ირაკლი ბერაია. აბსოლუტურად გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე ნამდვილად მშურს ქალაქ ხობის თითოეული მოქალაქის, ვინაიდან მათ ეყოლებათ ასეთი ადამიანი საქართველოს პარლამენტში. მე ირაკლის ვინობ თითქმის 10 წელია. იგი საბანკო სექტორში მუშაობდა. ის იყო ძალიან გამორჩეული თანამშრომელი ყოველთვის. იგი იყო ყოველთვის ლიდერი, სადაც მუშაობდა და შეუცვლელი იმ ადგილას, სადაც მუშაობდა. ის გახლავთ ძალიან გულისხმიერი ადამიანი და გულისხმიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჟორიტარი დეპუტატისთვის. ამიტომ მინდა წარმატება ვუსურვო მას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



თავის მხრივ, ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს და მთელ მმართველ გუნდს.



მეძლევა შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტში ვიყო წარმომადგენელი საზოგადოებსა და ხელისუფლებას შორის, რისთვისაც თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა მჭირდება. დეპუტატობა ჩემთვის არის შესაძლებლობა, ვემსახურო მშობლიურ მხარეს, საზოგადოებას, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ღირებულია", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner