logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მომავალ წელს არჩევნებია და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ცესკო სრულად და სათანადოდ იყოს დაკომპლექტებული
- +

11 მაისი. 2023. 21:27

 

რაც შეეხება შესაძლო ვეტოს, ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება და შეუძლია, გამოიყენოს. აქ ვერანაირი პოზიცია ვერ მექნება. ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ რეგულაციამ აჩვენა, რომ ეს არის ჩიხის პირდაპირი გარანტია. ეს არის ცუდი რეგულაციის კლასიკური მაგალითი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

გარკვეული ექსპერიმენტი ჩატარდა, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს კვალიფიციური უმრავლესობა იყო ინსტრუმენტი კონსენსუსის უზრუნველყოფის, სინამდვილეში დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ კვალიფიციურ უმრავლესობას შეუძლია გამოიწვიოს ერთადერთი შედეგი - ეს არის გადაწყვეტილების მიღების ჩიხში შეყვანა, რაც მოხდა კიდეც. ერთი წელია, რაც არსებულ სიტუაციაში ვიმყოფებით და ეს პროცესი ჩიხშია შესული. მომავალ წელს არჩევნებია და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სრულად და სათანადოდ დაკომპლექტებული ცესკო იყოს, თუმცა ოპოზიციის ინტერესია, რომ ეს ჩიხი შენარჩუნდეს და იყოს დროებით არჩეული წევრები და თავმჯდომარე იმისთვის, რომ უფრო მეტი საბაბი ჰქონდეთ არჩევნების დისკრედიტირებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის დაშვება არ შეგვიძლია. ვინც ფიქრობს, რომ აქ რაიმე სხვა გამოსავალია შესაძლებელი, ერთი წელია პროცესი მიდის და ოპოზიცია დიალოგში არ შედიოდა უმრავლესობასთან იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. ამიტომ პასუხისმგებლობის გრძნობა მოითხოვს, რომ ნორმა, რომელიც არ ვარგა, შეიცვალოს“, - ამბობს პაპუაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner